საუკეთესო ქართველი არბიტრის მორიგი აღიარება
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი 6 ერისა და ჩემპიონთა თასის განსაკუთრებულ მოვლენებს აფასებს.
The Guardian-ის გუნდმა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ავტორიტეტულ გამოცემას უყურადღებოდ არც ნიკა ამაშუკელი დარჩენია.
ბრიტანულმა გამოცემამ, ყველაზე მზარდი და პროგრესული მსაჯები დაასახელა. სადაც პირველი ადგილი ნიკა ამაშუკელმა (საქართველო) დაიკავა - მეორეზე ლიუკ პირსი (ინგლისი) დასახელდა, ხოლო მესამე ადგილს ჰოლი დევიდსონი (შოტლანდია) დასჯერდა.
შეგახსენებთ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს. მსოფლიო რაგბმა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის კანდიდატების შერჩევა 3 წლით ადრე დაიწყო. გაფართოებული ჯგუფი ნელ-ნელა მცირდებოდა, საბოლოოდ კი, 24 კანდიდატიდან საფრანგეთში წამსვლელი 19 შეირჩა, საიდანაც 12 მოედნის მსაჯია, 7 კი კიდის. ამაშუკელი 12 ცენტრალურ მსაჯს შორისაა