ნიკა ამაშუკელი ევროპულ სარაგბო კლასიკას განსჯის
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი, ევროპულ სარაგბო კლასიკას გაუძღვება.
ოფიციალურად, დადასტურებული ინფორმაციით, 2024 წლის 6 ერის მე-4 ტურის მატჩს, რომელშიც ინგლისისა და ირლანდიის დაპირისპირება შედგება, ნიკა ამაშუკელი გაუძღვება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ირლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ინგლისისა და ირლანდიის სარაგბო მატჩი 9 მარტს, ლეგენდარულ "თვიქნემზე" გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი მატჩი, რომელსაც ამაშუკელი მოემსახურება. ქართველი არბიტრი შოტლანდია საფრანგეთისა და საფრანგეთი ინგლისის მატჩებზე, მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება.