Belive

საქართველოსა და იაპონიის ჯახი | თარიღი ჩაინიშნა

3 დღის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური ქსელიდან გავიგეთ - შეხვედრა 22 ნოემბერს არის ჩანიშნული.

ამ მომენტისთვის, ბორჯღალოსნები ლაივრეიტინგის მე-11 პოზიციაზე არიან. საქართველო უსწრებს როგორც უელსს, ასევე იაპონიას. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც იაპონელებთან შედგა, მათსავე ქვეყანაში, სენდაიში გაიმართა და ჩვენი გამარჯვებით, 23:25 დასრულდა.

ისტორიაში იაპონიასთან 7-ჯერ გვითამაშია და უპირატესობას იაპონელები ფლობენ, 5-ჯერ დაგვამარცხეს, 2-ჯერ კი ჩვენ მოვუგეთ. ყველაზე მწარე მარცხი 2018 წლის 23 ივნისს შედგა, როცა 28:0 წავაგეთ.