Belive

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები მონტევიდეოში A-ჯგუფში იასპარეზებს

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

8-10 მარტს, ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო, მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიების მეორე ეტაპს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც იასპარეზებს.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები A-ჯგუფში კენიის, ტონგასა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, 12-14 იანვარს, 7-კაცამ დუბაიში გამართულ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიების პირველ ეტაპზე იასპარეზა, სადაც მე-8 ადგილი დაიკავა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგეს და თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა პლეი-ოფში მოვლენები ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდა.


სხვა სტატიები