7-კაცა | საქართველოს ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა
5 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც 7-9 ივნისს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზებს. ტურნირს საკურორტო ქალაქი მაკარსკა უმასპინძლებს.
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები A-ჯგუფში ირლანდიის, გერმანიისა და ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ირლანდია ტურნირის 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)
გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე
ექიმი: გიორგი გვაზავა
ფიზიო: დავით კობახიძე
ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი
მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე