საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
20-წლამდელთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა'' ინგლისელ თანატოლებთან მეორე ტესტ-მატჩი გამართეს და 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 45:17 დაამარცხეს. შეხვედრის პირველი ნახევარი, ასევე ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 16:5 დასრულდა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობიდან ლელოების დადება გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ, ნუგზარ ქევხიშვილმა და ტარიელ ბურთიკაშვილმა (დუბლი) შეძლეს.
საქართველომ ინგლისთან გასულ პარასკევსაც ითამაშა და 7:31 დამარცხდა.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო B ჯგუფში ავსტრალიასთან, ირლანდიასთან და იტალიასთან ერთად იასპარეზებს, 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
ლადო კილასონიას გუნდი პირველ მატჩს 29 ივნისს, კეიპ თაუნში, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი