Belive

20-წლამდე ბორჯღალოსნების გამარჯვება იტალიასთან და მე-9 ადგილი მსოფლიოზე

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორედ მოუგო და ტურნირის მე-9 ადგილი დაიკავა. ბორჯღალოსნებმა იტალიელი თანატოლები 24:13 დაამარცხეს. ქართველებმა ორივე ტაიმი თითქმის ერთანირი ანგარიშით მოიგეს და თამაშის შედეგი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ (12:6 და 12:7).

იტალიელემა პირველ ტაიმში მხოლოდ 2 ჯარიმის გატანა მოახერხეს, ჩვენ კი 2 ლელოთი და ერთი გარდასახვით ვუპასუხეთ, 30-ე წუთზე ლელო გიორგი გერგედავამ დადო, ტაიმის გაწითლებულ დროში კი თემურ წულუკიძემ დაამიწა მეტოქის ლელოში, გარდასხვა ზუსტად ლუკა ცირეკიძემ შეასრულა. 60-დან 66-ე წუთის ჩათვლით იტალიელები ნუგზარ ქევხიშვილმა და ლუკა კეშელავამ დაალელოვა, რასაც ცირეკიძემ კიდევ ერთი გარდასახვა დაამატა. დარჩენილ დროში იტალიელებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს მოპოვება შეძლეს.

საქართველო ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიიასთან ერთად იმყოფებოდა, სწორედ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დაამარცხეს ქართველებმა იტალიელები პირველად - 28:17. მე-9/მე-12 ადგილებისთვის ნახევარფინალში საქართველო ფიჯის ნაკრებს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 40:36 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებბს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც გარანტირებული აქვს ადგილი.

სხვა სტატიები