Belive

"საქართველო უნდა დავამარცხოთ და ზოგიერთები დავადუმოთ" - იტალიელი მორაგბე

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, პრინციპულ მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს, გენუაში, იტალიისა და საქართველოს სარაგბო მატჩი შედგება, რომელსაც "აძურის" მორაგბეები მოუთმენლად ელიან.

2 წლის წინ, იტალიის წინააღმდეგ ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით, "ბორჯღალოსნებმა" დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და ახლა იტალიელები რევანშისთვის ემზადებიან.

პრინციპულ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ტომასო მენონჩელო აღნიშნავს, რომ იტალიამ საქართველო უნდა დაამარცხოს და ზოგიერთები დაადუმოს.

საქართველოს წინააღმდეგ 2 წლის წინ განცდილი მარცხი უნდა გამოვასწოროთ. ყველას უნდა ვაჩვენოთ ჩვენი რეალური შესაძლებლობები და ზოგიერთები დავადუმოთ. იოლი არ იქნება, მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულია. - ტომასო მენონჩელო.

შეგახსენებთ, შემოდგომის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 3 მატჩს გამართავს.

ბორჯღალოსნების ტესტები

10 ნოემბერი, მონპელიე - ახალი ზელანდია XV Vs. საქართველო

17 ნოემბერი, გენუა - იტალია Vs. საქართველო

24 ნოემბერი, თბილისი - საქართველო Vs. ტონგა

სხვა სტატიები