Belive

"საქართველო, სამოა და ტონგა მსოფლიო თასს გამოეთიშნენ, მაგრამ მათ არ დავივიწყებთ" - ბილ ბომონტი.

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა - ბილ ბომონტმა, ტურნირის შესახებ ისაუბრა და პუბლიკას საკუთარი შეხედულებები გაუზიარა.

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი კმაყოფილია ფრანგული მხარის მიერ გაწეული საორგანიზაციო საკითხებით და მატჩებზე გულშემატკივართა დასწრების მაღალ მაჩვენებელსაც უსვამს ხაზს. სერ ბილ ბომონტმა იმ გუნდების შესახებაც ისაუბრა, რომელთაც ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს და აღნიშნა, რომ მათ არ დაივიწყებენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 12 გუნდს დავემშვიდობეთ. მინდა დაწრმუნებით გითხრათ, რომ შესაძლოა საქართველო, პორტუგალია, სამოა, ტონგა და ჩილე ტურნირს გამოეთიშნენ, მაგრამ მათ არ დავივიწყებთ. ვალდებული ვართ და ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ გუნდებს მაღალი დონის მეტოქეებთან სისტემატური თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მაღალი დონის ტურნირებზე იასპარეზონ. როდესაც ტესტ-მატჩების საერთაშორისო კალენდარი იგეგმება, ეს გუნდები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში გვყავს. ერთი რამ ცხადია - ჩვენი შრომა 2031 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ნათლად გამოჩნდება და შედეგებს სწორედ, რომ აშშ-ში გასამართ მსოფლიო თასზე ვიხილავთ. - ბილ ბომონტი.

სხვა სტატიები