Belive

"საქართველო მზარდი ძალაა, 6 ერში პლეი-ოფი აუცილებელია" - სერ კლაივ ვუდვორდი

8 თვის წინ რაგბი
1 წთ
  • შესაძლოა 6 ერში მონაწილე ძლიერ და სუსტ ერებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს

  • გასულ გათამაშებაში უელსმა ბოლო ადგილი ისე დაიკავა, რომ 1 მატჩიც ვერ მოიგო

  • მომავალ ტურნირზე სათამაშოდ, უელსმა საქართველო 2-მატჩიან პლეი-ოფში უნდა დაამარცხოს

ავტორიტეტული ბრიტანული მედია საშუალება The Daily Mail, სერ კლაივ ვუდვორდის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის 6 ერის ფორმატის ცვლილებასა და ყველა დონეზე გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს.

68 წლის ინგლისელი მიიჩნევს, რომ 6 ერში გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის დანერგვა, უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეებს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგებათ და ამით ისეთი სარაგბო ერებიც ისარგებლებენ, როგორიცაა: საქართველო, პორტუგალია და ესპანეთი.

6 ერის წარმომადგენლებმა გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის დანერგვაზე უნდა იზრუნონ. აუტსაიდერები წნეხში უნდა მოექცნენ, რათა უკეთ ითამაშონ. წლევანდელ 6 ერზე უელსმა ბოლო ადგილი ისე დაიკავა, რომ 1 მატჩიც კი ვერ მოიგო. მომავალი წლის 6 ერზე სათამაშოდ, უელსი საქართველოს უნდა დაუპირისპირდეს და 2-მატჩიან პლეი-ოფში დაამარცხოს. შიში უადგილოა, რადგან, თუ არ შეგიძლია პლეი-ოფში გამარჯვება, მაშინ 6 ერში თამაშს არ იმსახურებ.

რაგბისთვის ცოტა უცნაური იყო, მაგრამ არაოფიციალურ პლეი-ოფში თამაშზე საქართველოს გამოწვევამ გამახარა. საქართველო მზარდი სარაგბო ძალაა. დააკვირდით მათ 18-წლამდელებს, რომელთაც საფრანგეთი დაამარცხეს და ინგლისთან ბოლო წუთამდე იბრძოდნენ. ეროვნულ ნაკრებს რიჩარდ კოკერილის სახით ძლიერი მოტივატორი ჰყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ნოემბერში საქართველოსა და უელსის დაპირისპირებას ვიხილავთ. - კლაივ ვუდვორდი.

შეგახსენებთ, კლაივ ვუდვორდი ერთადერთი არაა, რომელიც 6 ერის ორგანიზატორებს ტურნირის ფორმატის ცვლილებისკენ მოუწოდებს. უელსისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი კაპიტანი, სემ უორბარტონი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ამის შესახებ ღიად ისაუბრა.

უელსელმა ლეგენდამ აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება გავარდნა/აღზევების პლეი-ოფი, თუ 7 ერად გარდაქმნა, მთავარია რომ ცვლილებები განხორციელდეს.

სხვა სტატიები