Belive

"საქართველოსთან მარცხის შემდეგ ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრდა" - უეინ პივაკი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

უელსის ნაკრებიდან გაშვების შემდეგ, უეინ პივაკმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს გრძნობდა. 60 წლის სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ ყველაზე მეტად საქართველოსთან მარცხის შემდეგ იგრძნო, რომ დაკავებული პოსტიდან გაუშვებდნენ.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ჩემი გაშვების საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთან მარცხის შემდეგ მიიღეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უელსი საქართველოსთან არ უნდა მარცხდებოდეს. საქართველოსთან მარცხის შემდეგ ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. სხეულის ენით ვგრძნობდი, რომ უფროსობას ჩემი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა." - განაცხადა პივაკმა The Platform-თან საუბრისას.

"უნდა აღინიშნოს, რომ "ბორჯღალოსნების" ასპარეზობა შემოდგომაზე არ მინახავს, ამიტომ, ამ მარცხზე მე ვარ პასუხისმგებელი. ეს არის შედეგი, რომელიც, ჩემი აზრით, არასდროს არ უნდა დამდგარიყო." - დაამატა უეინ პივაკმა

საინტერესოა, რომ უელსის სარაგბო ნაკრებმა 2022 წელს გამართული 12 ტესტ მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. სწორედ ამ შედეგების ფონზე, უელსის რაგბის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უეინ პივაკი დაკავებული პოსტიდან გაენთავისუფლებინა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, პივაკის ხელმძღვანელობით, უელსმა ახალ ზელანდიასთან, ავრსტალიასთან და საქართველოს ნაკრებებთან გამართა მატჩები, საიდანაც სამივე წააგო.

სხვა სტატიები