საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა დანია და მოლდოვა დაამარცხა
საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე, წარმატებით ასპარეზობს.
პირველ შეხვედრაში საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა დანია 15:5 დაამარცხა, რის შემდეგაც მოლდოვას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად (17:0) გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს, სადაც ასევე ფავორიტის სტატუსით სარგებლობს.
საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე (ბუდაპეშტი):
თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ნინო წიკლაური (თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
მწვრთნელი: გიორგი შკინინი
ექიმი: ოთარ თაბაგარი
ფიზიო: გიორგი მურადაშვილი
მენეჯერი: ია ხურცილავა
ვიდეო: გიორგი ბარბაქაძე