Belive

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები 1/4-ფინალში იასპარეზებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე, წარმატებით ასპარეზობს.

პირველ შეხვედრაში საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა დანია 15:5 დაამარცხა, რის შემდეგაც მოლდოვას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად (17:0) გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრები მესამე მატჩში ფინეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 10:12 დამარცხდა, თუმცა, აღნიშნული მატჩის შედეგს ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა.

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ორი გამარჯვების შედეგად, საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც B-ჯგუფის მეორეადგილოსანს თურქეთს ან ლატვიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები