ქართული რაგბის გულშემატკივრისთვის მორიგი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ეწვევა. 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში საფრანგეთში გაემგზავრება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება 17 ივლისს გაიმართება. rugger.info-ს მტკიცებით, “ბორჯღალოსნებისა” და “ნარშავების” მატჩი “ბათუმი არენაზე” გაიმართება. ბათუმის სტადიონი ოფიციალურად 2018 წელს გაიხსნა, მისი ტევადობა კი 20.000 გულშემატკივარს შეადგენს.
მორიგი სასიამოვნო სიახლე ფრანგული პრესის მეშვეობით გავრცელდა. Midi-Olimpique-სა და RugbyRama-ს მტკიცებით, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში არგენტინას, საქართველოსა და ახალ ზელანდიას უმასპინძლებს. მატჩები 6, 13 და 20 ნოემბერს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ლე ბლე" "ბორჯღალოსნებს" 13 ნოემბერს, ბორდოში, "შარბან დელმასზე" უმასპინძლებს.