სამოასა და უელსთან მატჩებში საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ მატჩებში, რომლებშიც "ბორჯღალოსნები" სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან, გიორგი კვესელაძე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
- საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით
- ლევან მაისაშვილი: ,,მიზანს მივაღწიეთ – თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ”
- რეიტინგი გამოქვეყნდა | საქართველო იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებს
კვესელაძის არყოფნის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა ურუგვაისთან გამართულ შეხვედრაში მიიღო. გიორგი კვესელაძის ტრავმის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მცირე დაზიანება ბექა გორგაძემაც მიიღო. მიღებული დაზიანების გამო, გორგაძემ სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით ის სამოას წინააღმდეგ გასამართ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.
შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველო ურუგვაის დაუპირისპირდა და 34:18 გაიმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში ბექა გორგაძემ 3 ლელოს დადება შეძლო.
საქართველოსა და სამოას სარაგბო მატჩი 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შემოდგომის ტესტ-მატჩების დასკვნით შეხვედრაში, 19 ნოემბერს, უელსი საქართველოს შეერკინება.