სამხრეთ აფრიკის ლეგენდა ნიკა ამაშუკელზე: "ის შთამბეჭდავია"
სარაგბო მსოფლიოში ტესტ-მატჩები ბუმია. გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან.
ერთ-ერთ ტესტს ბუენოს-აირესში "ესტადიო ხოსე ამალფიტანიმ" უმასპინძლა, სადაც მასპინძელი არგენტინელები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, სამხრეთ აფრიკას დაუხვდნენ, კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, სადაც "პუმებმა" 10:3 გაიმარჯვეს, "სპრინგბოქსმა" სხვა სიჩქარეები ჩართო. ორი ლელოსა და მანი ლიბოკის მარჯვე ფეხის წყალობით სამხრეთ აფრიკამ მატჩი დაატრიალა და საბოლოოდ 13:24 იმარჯვა.
ეს მატჩი ჩვენთვის იმ მხრივ იყო საინტერესო, რომ მას ქართველი ნიკა ამაშუკელი სჯიდა. ნიკამ მატჩში 1 ყვითელი ბარათი გამოიყენა, როდესაც აფრიკელი ფრანკო მოსტერტი გაასინბინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ამაშუკელმა არაერთი დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა სამხრეთ აფრიკელთა ლეგენდარული კაპიტნის, 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ჯონ სმიტის შექება აშკარად უნდა გამოვყოთ:
მსაჯი შთამბეჭდავია და დამაჯერებელი, გასაგები, პატივისცემით სავსე კომუნიკაციით, თანმიმდევრული. შესანიშნავი პერფორმანსია - დატვიტა სმიტმა
სმიტის სიტყვები თავის გვერდზე გააზიარა პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, Planet Rugby-მ: "ამ პოსტით ნიკა ამაშუკელი დავაფასოთ"
ვკითხულობთ Planet Rugby-ის ტვიტერზე
🙌 Nika Amashukeli appreciation post! pic.twitter.com/HTi03hhjNM
— Planet Rugby (@PlanetRugby) August 6, 2023
ამაშუკელი 12 აგვისტოს ინგლისი-უელსის, ხოლო 19 აგვისტოს საფრანგეთი-ფიჯის ტესტებს განსჯის, რის შემდეგაც მსოფლიო თასისთვის მოემზადება და პირველი ქართველი არბიტრი გახდება, ვინც მთავარ სარაგბო შეჯიბრზე იმსაჯებს.