Belive

სამხრეთ აფრიკას ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, მალკოლმ მარქსი გამოაკლდა. ოფიციალურად, დადასტურებული ინფორმაციით, მარქსი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარჯიშზე მიღებული მუხლის ტრავმა არც ისე მძიმე იყო და აფრიკელ კვაჭს მხოლოდ 2 კვირა გაუცდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ მარქსს ნავარაუდევზე გაცილებით მძიმე ტრავმა აწუხებს და მისთვის მსოფლიო თასი ნაადრევად დასრულდა.

 

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც "სპრინგბოქსის" გამარჯვებით 18:3 დასრულდა.

სხვა სტატიები