Belive

სამხრეთ აფრიკამ დრამატულ შეხვედრაში ახალი ზელანდია დაამარცხა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

სამხრეთ აფრიკამ ახალ ზელანდიას დრამატულ შეხვედრაში 31:27 მოუგო. რაგბი ჩემპიონშიპის მე-3 ტურში გამარჯვებით სამხრეთ აფრიკამ 14 ქულით პირველი ადგილი გაიმყარა.

ანგარიშის მიუხედავად მატჩის მიმდინარეობა სხვაგვარი იყო, ახალმა ზელანდიამ მეტოქეს პირველი ტაიმი 11:12 მოუგო და "ოლ ბლექსი" მეორე ტაიმშიც 70 წუთამდე დომინირებდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ მატჩის სცენარი შემოატრიალა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.

რაგბი ჩემპიონშიპის 3 ტურის შემდეგ სამხრეთ აფრიკას 14 ქულა აქვს, ახალ ზელანდიას 6. ხვალ კი არგენტინა ავსტრალიას შეხვდება.

სხვა სტატიები