მძიმე მარცხი ელის პარკზე - სამხრეთ აფრიკის დომინაციის დასასრული?!
3 თვის წინ
რაგბი
1 წთ
რაგბი ჩემპიონშიპი (4 ერი) მოულოდნელად დაიწყო - პირველ ტურში, მსოფლიოსა და რაგბი ჩემპიონშიპის მოქმედი ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი, სამხრეთ აფრიკა 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
ელის პარკზე, საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო და მე-18 წუთისთვის მეტოქეს 22:0 ამარცხებდა, თუმცა, შემდეგ მხოლოდ ავსტრალიის დომინაცია ვიხილეთ...
ავსტრალიამ შეძლო ის, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია - ვოლაბებმა არა მხოლოდ 22-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, არამედ მეტოქე 16 ქულით დაამარცხეს (22:38).
სამხრეთ აფრიკას რეპუტაციის აღდგენა 23 აგვისტოს შეეძლება, როდესაც მეორე ტურში კვლავ ავსტრალიას დაუპირისპირდება.
A simply incredible finish! pic.twitter.com/0ktraqFYfj
— Planet Rugby (@PlanetRugby) August 16, 2025