სამხრეთ აფრიკა ოლ ბლექსს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება
28 ოქტომბერს, 23:00 საათზე, "სტად დე ფრანსზე" სარაგბო კლასიკა გაიმართება. რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ტიტანების დაპირისპირებას ვიხილავთ და ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდიაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 3-3-ჯერ დაეუფლნენ. "ბოკე" ფინალში არასდროს დამარცხებულა, "ოლ ბლექსი" კი მხოლოდ ერთხელ და ისიც სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.
პრინციპული მატჩისთვის, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჟაკ ნინაბერმა, უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.
სამხრეთ აფრიკის რაზმი
შერკინება: 1. სტივენ კიტშოფი, 2. მბონგენი მბონამბი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეთზებეტი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (C), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. დუან ვერმულენი.
ხაზი: 9. ფაფ დე კლერკი, 10. ანდრე პოლარი, 11. ჩესლინ კოლბე, 12. დამიან დე ალენდე, 13. ჯესი კრილი, 14. კურტ-ლი არენდსე, 15. დამიან ვილემსე.
მარქაფა: 16. დეონ ფური, 17. ოქს ნჩე, 18. ტრევორ ნიაკანე, 19 ჟან კლეინი, 20. არჯეი სნიმანი, 21. კვაგა სმიტი, 22. იასპერ ვისე, 23. ვილი ლე რუ.