Belive

საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

15 ოქტომბერს მსოფლიოს სარაგბო პუბლიკის ყურადღება "სტად დე ფრანსისკენ" იქნება მიმართული, სადაც საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება შედგება. 23:00 საათზე, "ლე ბლე" "სპრინგბოქსს" შეერკინება და რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, წყვილში ფავორიტის სტატუსით მასპინძელი საფრანგეთი სარგებლობს, რომელიც ამ დღისთვის 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა. სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის, "ლე ბლეს" მთავარმა მწვრთნელმა - ფაბიენ გალტიემ, უძლიერეს შემადგენლობას უხმო.

საფრანგეთის რაზმი

შერკინება: 1. სირილ ბაილი, 2. პეტო მაუვაკა, 3. უინი ატონიო, 4. კამერონ ვოკი, 5. ტიბო ფლამენი, 6. ანტონი ჟელონში, 7. შარლზ ოლივონი, 8. გრეგორი ალდრიტი.

ხაზი: 9. ანტუან დუპონი (C), 10. მატიუ ჟალიბერი, 11. ლუის ბილ-ბიარი, 12. ჯონათან დანტი, 13. გაელ ფიკუ, 14. დამიან პენო, 15. ტომა რამოსი.

მარქაფა: 16. პიერ ბურგარიტი, 17. რედა ვარდი, 18. დორიან ალდერეგი, 19. რომან ტაოფიფენუა, 20. ფრანსუა კროსი, 21. სეკუ მაკალუ, 22. მაქსიმ ლუქუ, 23. იორამ მოეფანა.

სხვა სტატიები