მსოფლიო რაგბის საკამათო გადაწყვეტილება - ინგლისისა და აფრიკის მატჩს ბენ ო'კიფი განსჯის
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის საკულტო დაპირისპირებას, ახალ ზელანდიელი ბენ ო'კიფი გაუძღვა. აღსანიშნავია, რომ ბენ ო'კიფიმ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და რიგ ეპიზოდებში მისი გადაწყვეტილებები, თითქოს უსამართლო ჩანდა.
2-დღიანი დებატებისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კრიტიკის შემცვლელი პოსტების მიუხედავად, მსოფლიო რაგბიმ ბენ ო'კიფი 1/2-ფინალური მატჩის მთავარ მსაჯად დანიშნა. ოფიციალურად, დადასტურებული ინფორმაციით, ო'კიფი ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს გაუძღვება.
Au coeur des débats depuis deux jours, le Néo-zélandais est reconduit. Il sera au sifflet pour la demi-finale Angleterre - Afrique du Sud.#RWC2023 pic.twitter.com/BpQC9e3ztL
— RUGBYRAMA (@RugbyramaFR) October 17, 2023