რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ლინ ჯონსის მიერ დარაზმულ 48 მორაგბეს შორის 4 ქართველიც აღმოჩნდა.
"დათვები" თურქეთის ქალაქ ბელეკში 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც მოსკოვში დაბრუნდებიან და 24 ოქტომბერს რაგბის კლუბ "ცსკა"-ს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ ნოემბერს "ბორჯღალოსნები" რუსეთს თბილისში შეერკინებიან.
ლინ ჯონსის რჩეულთა შორის 4 ქართველი მორაგბე მოხვდა: საბა გაბუნია ("ბაგრატი"), გიორგი როყვა ("სტად ბაჟნერასი"), შაკო ოდიშარია ("ავენირ კასტანიენი"), ნიკოლაი კაზალიკაშვილი ("სტრელა").