Belive

RUGBYRAMA: "ბენ ო'კიფიმ 1/4-ფინალში 5 უხეში შეცდომა დაუშვა"

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სარაგბო სანახაობის მხრივ, გულშემატკივარმა ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იხილა, რომელიც ფიზიკურობისა და ინტენსიურობის მხრივ, სარაგბო სახელმძღვანელოებშია შესატანი.

საკულტო სარაგბო მატჩის მთავარმა არბიტრმა კი, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა - ფრანგული მედია საშუალებები ბენ ო'კიფის მსაჯობით უკმაყოფილო არიან. RUGBYRAMA-ს მტკიცებით, 1/4-ფინალურ შეხვედრაში, ახალზელანდიელმა არბიტრმა მინიმუმ 5 უხეში შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ო'კიფი ფრანგების საწინააღმდეგოდ სამჯერ შეცდა - სამრეთ აფრიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება კი შეცდომით ორჯერ მიიღო.

მიუხედავად დებატებისა და მწვავე კრიტიკისა, მსოფლიო რაგბიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ბენ ო'კიფის 1/2-ფინალური მატჩის განსჯა მიანდო. 21 ოქტომბერს, 23:00 საათზე, სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის მატჩს, სწორედ ო'კიფი გაუძღვება.

სხვა სტატიები