Belive

RugbyPass - ნოემბრის ტესტების სიმბოლურ გუნდში ვასილ ლობჟანიძე მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ირლანდიურმა სარაგბო ვებგვერდმა, RugbyPass-მა, ნოემბრის ტესტების სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე – ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.

,,ბორჯღალოსნებმა” ნოემბერში სულ სამი მატჩი ჩაატარეს და ორში იმარჯვეს (ურუგვაისთან, უელსთან), ერთში კი დამარცხდნენ (სამოასთან). ლობჟანიძე სამივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 3-3 მოთამაშე, ახალი ზელანდიიდან და ირლანდიიდანაა.

საუკეთესო თხუთმეტეული RugbyPass-ის ვერსიით:

15. კაპუოცო (იტალია)

14. არენდსი (სამხრეთ აფრიკა)

13. იკიტაუ (ავსტრალია)

12. ბარეტი (ახალი ზელანდია)

11. გრემი (შოტლანდია)

10. რასელი (შოტლანდია)

9. ლობჟანიძე (საქართველო)

8. სავეა (ახალი ზელანდია)

7. ვან დერ ფლიერი (ირლანდია)

6. ო'მანი (ირლანდია)

5. როტუისოლია (ფიჯი)

4. ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)

3. ლომაქსი (ახალი ზელანდია)

2. შეჰანი (ირლანდია)

1. ბაილი (საფრანგეთი)


სხვა სტატიები