Belive

რაგბის სული - ახალ ზელანდიელი ვარსკვლავის ღირსეული საქციელი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ახალი ზელანდიისა და ნამიბიის დაპირისპირება შედგა. გასაკვირი არაა, რომ მატჩი "ოლ ბლექსის" სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ 71:3 დასრულდა.

ახალი ზელანდიის დამაჯერებელი გამარჯვება ერთმა უსიამოვნო ეპიზოდმა დაჩრდილა. ერთ-ერთ რაქში აქტიურობის დროს, ნამიბიელმა ლე რუ მალანმა ფეხი მოიტეხა და მისი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - ანტონ ლინერტ-ბრაუნი, საავადმყოფოში მივიდა, სადაც დაშავებული ნამიბიელი მორაგბე მოინახულა და გაამხნევა. 

სხვა სტატიები