რაგბის მსოფლიო თასის ფინალს უეინ ბარნსი გაუძღვება
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალში, ტიტანების დაპირისპირება შედგება. სამხრეთ ნახევარსფეროსა და მსოფლიოს ორი უძლიერესი სარაგბო ერი - ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.
ვებ ელისის თასის მოსაპოვებლად გასამართ ბრძოლაში, მთავარი არბიტრი უეინ ბარნსი იქნება, რომელსაც საერთაშორისო ტესტ-მატჩებსა და მსოფლიო თასზე უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვებული. ინგლისელმა არბიტრმა მიმდინარე მსოფლიო თასზე უკვე იმსაჯა არაერთ შეხვედრაში და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ფინალური მატჩი 28 ოქტომბერს, 23 საათზე, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.
Wayne Barnes, the most experienced referee in the history of Test rugby, will referee the Rugby World Cup final for the first time as New Zealand take on South Africa on Saturday! 🇳🇿🇿🇦
— The Good, The Bad & The Rugby (@GoodBadRugby) October 23, 2023
Massive congrats to our English compatriot! Go well Wayne.#RWC2023 #NZLvRSA pic.twitter.com/GplQha2YCX