Belive

რაგბის მეორე დონის გუნდები ელიტარულ ნაკრებებთან მეტ თამაშს ითხოვენ

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

რაგბის მეორე დონის ქვეყნებმა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ მეტი თამაში კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ამ კვირაში რაგბის უმაღლეს ორგანიზაციაში ახალ ლიგასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. ამასთან თემაზე სასაუბროდ პირველი დონის ნაკრების წარმომადგენლები უკვე შეიკრიბნენ. იგეგმება, რომ 2026 წელს ახალი ლიგა აიღებს სტარტს, რომელსაც ექვსი ერის გუნდებთან ერთად ახალი ზელანდია, არგენტინა, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა იასპარეზებს. სავარადუდოდ ამ ჩამონათვალს იაპონია და ფიჯიც დაემატება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის, სამოასთვის, ტონგასთვის და აშშ-სთვის ადგილი არ იქნება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი მსოფლიო ლიგა განვითარებადი ქვეყნების პოტენციურ ზრდას ხელს შეუშლის.

"ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო რაგბი არაერთხელ დარწმუნდა, რომ ყოველ თამაშში ვვითარდებით. ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიო რაგბი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც რაგბის მომავლისთვის კარგი იქნება. უელსთან, იტალიასთან და ინგლისის 20 წლამდელებთან გამარჯვება ამტკიცებს, რომ საქართველო ყოველთვის იყენებს შანსებს, რომელიც ეძლევა. ჩვენ გვჭირდება მეტი თამაში პირველი დონის ნაკრებებთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატივს სცემს მსოფლიო რაგბის გეგმებს, მათი წარმომადგენლები ლონდონის მოლაპარაკებებზეც კი არ იყვნენ მიწვეული. " - განაცხადა სოსო ტყემალაძემ MailSport-თან საუბრისას.

MailSport-თან საუბრისას მეორე დონის ნაკრების წარმომადგენლები არ მალავდნენ უკმაყოფილებას. ახალი მსოფლიო ლიგას მათ განვითარებას აშკარად ხელს შეუშლის.

სხვა სტატიები