რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი
4 წლის წინ
რაგბი
1 წთ
„ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. მისივე ცნობით, ჯერ დაკავებული არავინ არის. წყარო: 1tv