Belive

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
24 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ქვორუმი არ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. ქვორუმის ვერ შედგენის შესახებ, გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა და გამგეობის წევრმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადეს. მოქმედი წესდების თანახმად, განმეორებითი ყრილობა და რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 10-30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 24 თებერვალს ჩანიშნულ ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ, მათი მტკიცებით, 2020 წლის 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე. 24 თებერვალს ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნულ ყრილობაში ერთადერთი კანდიდატი - იოსებ ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო პოსტთან დაკავშირებით დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ამ წუთისათვის ცნობილი არაა, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი.  

სხვა სტატიები