რაგბი ევროპის პრეზიდენტი - საქართველოს 6 ერში უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ!
2 წლის წინ
რაგბი
4 წთ
- ბორჯღალოსნების ტრიუმფი – როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები და ფანები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?!
- World Rugby, RugbyPass, Planet rugby – რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?!
- Daily Mail: “შავი ზღვის ლას-ვეგასს, ბათუმს ვეწვიეთ და სარაგბო ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღე ვნახეთ”
"ბორჯღალოსანთა" ისტორიული გამარჯვების შესახებ, რაგბი ევროპის პრეზიდენტი - ოქტავიან მორარიუ, საინტერესო კომენტარს აკეთებს. ქართული რაგბის პროგრესის მიუხედავად, მორარიუ ახლო მომავალში ჩვენი ნაკრების 6 ერში ასპარეზობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.
"უზარმაზარი მილოცვა ყველას, ვინც ქართულ რაგბთან ასოცირდება. კვირას, ბათუმში, საქართველომ იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს მიერ ორგანიზებულ არაერთ ტურნირზე ნათლად ვნახეთ ელიტალური რაგბი, რომელსაც საქართველოს ნაკრები თამაშობს. ვიმედოვნებ, მათი განვითარება და ზრდა არ შეჩერდება. თუმცა, სამწუხაროდ ყველამ ვიცით, როგორაა სტრუქტურულად მოწყობილი ევროპული და საერთაშორისო რაგბი. შესაბამისად, უახლოეს მომავალში 6 ერში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ".ოქტავიან მორარიუს პათოსს, "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი - ჯო ვორსლიც იზიარებს. RugbyPass-თან საუბარში, საქართველოს ნაკრების დაცვის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც საქართველო 6 ერში იასპარეზებს, თუმცა, მანამდე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი.
"ერთ დღეს აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც საქართველო 6 ერში იასპარეზებს, მაგრამ, მანამდე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. აუცილებელია, რომ საქართველო ტიერ 1-ის ერებს სისტემატურად უპირისპირდებოდეს. ნოემბერში ამის შესაძლებლობა კვლავ იქნება. ასევე გასათვალისწინებელია რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველო ასპარეზობს და 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ გასამართი გასახურებელი ტესტ-მატჩები. ქართველ მორაგბეებს უმაღლესი დონის რაგბთან უწყვეტი კავშირი უნდა ჰქონდეთ. ამისთვის, საქართველოს ტიერ 1-ის ერებთან მუდმივი დაპირისპირება სჭირდება", - ჯო ვორსლი.შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ დასკვნით დაპირისპირებაში, საქართველოსა და პორტუგალიის ბრძოლა შედგება. 16 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისში, "ბორჯღალოსნები" კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.