"პორტუგალიასთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი" - მერაბ შარიქაძე
9 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ 17 მარტს 23:55 საათზე პარიზში გაიმართება.
მატჩამდე 1 დღით ადრე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეხვედრის შესახებ ისაუბრა:
უპირობოდ, 2024 წლის ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა, ჯერჯერობით როგორც მინიმუმ. გვაქვს ისტორია ამ გუნდთან, გვაქვს ჩვენი ანგარიში გასასწორებელი, რომლის გასწორებასაც ხვალ შევეცდებით, რომ რაგბი ევროპის თასი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიტანოთ. - მერაბ შარიქაძე - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი