რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნების მეტოქე გაირკვა
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდება. 21 თებერვალს, ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს და საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში კი პორტუგალიამ რუმინეთი გაანადგურა (44:7) და ნახევარფინალში, როგორც მეორეადგილოსანი, რუმინეთი ჩვენ გვერგო.
🇵🇹💨 Impressive pace from Manuel Cardoso Pinto, Portugal is absolutely flying tonight!#REC26 pic.twitter.com/6PDK1Aail8
— Rugby Europe (@rugby_europe) February 22, 2026
რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7/8 მარტს გაიმართება და ბადის მეორე მხარეს პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ (17) აქვს მოგებული, მეორეზე კი რაოდენობით (5) რუმინეთია. საერთოდ, ტურნირს ბოლო 8 წელია საქართველო იგებს.
🇵🇹 The unbeaten run continues for Portugal, it’s a 3/3 in the pool phase.#REC26 pic.twitter.com/yGL4jVcBIL
— Rugby Europe (@rugby_europe) February 22, 2026