საქართველოს ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩიც დამაჯერებლად მოიგო
2 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კანადა 38:17 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებიდან გამორჩეული იყო შალვა აფციაური, რომლის ანგარიშზეც 3 ლელო გახლდათ, თითო-თითო ლელო დადეს დემურ თაფლაძემ, გიორგი კვესელაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ. 4 გარდასახვა კი ზუსტად შეასრულა თედო აბჟანდაძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრას იაპონიის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული დაპირისპირება 22 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე, 16:00 საათზე დაიწყება.