Belive

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" დაპირისპირება 27 თებერვალს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებს" "დათვებთან" ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურს ნაადრევად მოიპოვებენ - რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მსოფლიო თასს მიღმა დარჩება. უპრინციპულესი, 250-ე შეხვედრის წინ, ლევან მაისაშვილმა "ბორჯღალოსანთა" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტრავმის შემდეგ, ნაკრებს დავით ნინიაშვილი და კოტე მიქაუტაძე დაუბრუნდნენ. გაფართოებულ რაზმში ასევე იხმეს გიორგი კვესელაძე და ბექა გორგაძე, რომელთაც პორტუგალიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ უასპარეზიათ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

შერკინება ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), გიორგი პერტაია (შავი ლომი, უკეპო); კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა); მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა); მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 35 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); ხაზი ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა); ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).  

სხვა სტატიები