Belive

"ყოჩაღ, ბატონო არბიტრო" - გავლენიანი სამხრეთ აფრიკული გამოცემა ამაშუკელის პერფორმანსს ეხმაურება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საერთაშორისო ტესტ-მატჩების ეგიდით გამართულ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება შედგა. 3-მატჩიანი ტრილოგიის პირველი დაპირისპირება, დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, “სპრინგბოქსის” გამარჯვებით, 32:29 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკისა და უელსის სარაგბო მატჩს, ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ამაშუკელის მიმართ უკმაყოფილება უელსელმა გულშემატკივრებმა გამოხატეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ ქართველმა არბიტრმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვა. კომენტარი “დრაკონების” კაპიტანმა – დენ ბიგარმაც გააკეთა. უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა განაცხადა: “არ ვიცი, მსაჯი ჩვენგან რას ელოდა”. დენ ბიგარისგან განსხვავებით, ქართველი არბიტრის პერფორმანსი, გავლენიანმა სამხრეთ აფრიკულმა სარაგბო პორტალმა დადებითად შეაფასა. ნიკა ამაშუკელის მატჩის შესახებ, SA Rugby magazine-მ პუბლიკაცია შემდეგი სახელწოდებით გამოაქვეყნა: "ყოჩაღ, ბატონო არბიტრო!" SA Rugby magazine-მ, პუბლიკაციაში გულშემატკივრებსაც მისცა ხმის მიცემის შესაძლებლობა, სადაც მომხმარებელთა 29.37%-მა ამაშუკელის პერფორმანსი დადებითად შეაფასა. 12.86%-მა კი ქართველი არბიტრის გარჯას - "საუკეთესო" შეფასება მისცა.

სხვა სტატიები