ქართველების შედეგიანი დღე PRO D2-ში
საფრანგეთის რაგბის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში მეშვიდე ტურის მატჩები ჩატარდა. ქართველი მორაგბეებისთვის თამაშები ინდივიდუალუურად შედეგიანი აღმოჩნდა, თუმცა მათმა გუნდება ვერ გაიმარჯვეს.
„ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ირაკლი მჭედლიძე, გიორგი ქართველიშვილი და თედო აბჟანდაძე, შეცვლაზე კი ლუკა ნიორაძე, ალექსანდრე ბურდული და მიხეილ ალანია შევიდნენ.ლუკა ნიორაძემ შესვლიდან მალევე ლელო დადო და ეს მისთვის მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში. ორიაკი საკუთარ მოედანზე „სტად ნიკოასთან“ 16:25 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ თედო აბჟანდაძემ გუნდს 8 ქულა მოუტანა.
„ოიონა“ სტუმრად „დაქსსთან" 15:28 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ვასილ ლობჟანიძე მოედანზე 51-ე წუთზე გამოვიდა და ლელოც დადო. ლობჟანიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა. ოიონა 13 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.