"ქართული სამსაჯო კორპუსის კიდევ ერთი მიღწევაა" - ამაშუკელი ჩელენჯ ქაფზე
7 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საუკეთესო ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალურ მატჩს გაუძღვება, რომელშიც "გლოსტერისა" და "ბენეტონის" დაპირისპირება შედგება.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, ნიკა ამაშუკელის კომენტარი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ეს დანიშვნა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ოჯახური მიზეზების გამო მერვედ და მეოთხედფინალური თამაშები გამოვტოვე. იყო კითხვები, თუ რატომ აღარ ვჩანდი ევროტურნირებში და ახლა ნახევარფინალში ვბრუნდები, რაც ქართული სამსაჯო კორპუსის კიდევ ერთი მიღწევაა.
ყველამ იცის რამხელა ფასი აქვს ნახევარფინალს და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი თამაში მელოდება. ‘გლოსთერი’ ინგლისური გრანდია, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს და ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში ‘შავ ლომსაც’ შეხვდა, ‘ბენეტონი’ კი წელს ძალიან მაგარ ფორმაშია და პირველად ეცდება ფინალში გასვლას. ჩემთვის დიდი პატივია „კინგსჰოლმზე“ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის მსაჯობა. - ნიკა ამაშუკელი.
შეგახსენებთ, "გლოსტერისა" და "ბენეტონის" ნახევარფინალური მატჩი 4 მაისს გაიმართება.