პორტუგალიის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს 27:10 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა.
პორტუგალიელებმა პირველი ტაიმი 7:10 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩში გარდატეხა შეიტანეს, ორი ლელო დადეს და შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი ხვალ, თბილისში, საქართველოსა და რუმინეთს შორის გაიმართება. შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველო პლეი-ოფში პირველად თამაშობს. აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთწრიანი (5 ტური) ტურნირის შედეგად ვლინდებოდა და ,,ბორჯღალოსნებმა'' ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს, წელს კი ორგანიზატორებმა ფორმატი შეცვალეს.
ფინალურ მატჩს 19 მარტს ესპანეთი უმასპინძლებს.
🇵🇹 v 🇪🇸 | 27 unanswered point makes sure Portugal will contest the #REC23 Final in Badajoz on March the 19th! pic.twitter.com/id3KarqTlA
— Rugby Europe (@rugby_europe) March 4, 2023