Belive

Planetrugby: "ბორჯღალოსნების კვართზე ქვეყნის ეროვნული იდენტობის სიმბოლოა გამოსახული"

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. 8 სექტემბერს, მსოფლიო თასი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირებით გაიხსნება, ხოლო ბორჯღალოსნები პირველ მატჩს, რომელშიც ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, 9 სექტემბერს გამართავენ. 

ავტორიტეტული სარაგბო პორტალი Planetrugby, ვრცელ სტატიას ავრცელებს, სადაც მსოფლიო თასზე მონაწილე ქვეყნების სათამაშო კვართებს აფასებს და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს განსაკუთრებულ ადგილს უთმობს. 

 

საქართველო გახდა უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც მსოფლიო თასზე საასპარეზო კვართი წარადგინა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთ-ერთია იმ შვიდიდან, რომლის ეკიპირებაზეც Macron-მა იზრუნა. ბორჯღალოსნების კვართზე დატანილია ბორჯღალისა და ვაზის ელემენტები, რაც იმ ქვეყნის ეროვნული იდენტობის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთ უძველეს კერად ითვლება.

ბორჯღალოსნების ძირითადი კვართი წითელი ფერისაა, V-ფორმის საყელოთი და იისფერი ორნამენტებით. ალეტრნატიული ვერსია, რომელიც ზუსტად ემთხვევა პირველი მაისურის დიზაინს, თეთრი ფერისაა და წითელი და იისფერი ხაზებითაა გაფორმებული.
- Planetrugby

სხვა სტატიები