"პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იქნება" - ლევან მაისაშვილი
2 წლის წინ
რაგბი
3 წთ
- ბორჯღალოსნების ტრიუმფი – როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები და ფანები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?!
- World Rugby, RugbyPass, Planet rugby – რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?!
- World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის”
- RugbyPass – ,,უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს”
- საქართველო 23:14 პორტუგალია – ბორჯღალოსნების ყველა ქულა | VIDEO
![292279391_455931759310798_9065319693888542316_n](https://fcdn.belive.ge/livege/media/1429/222222222222.jpg)
ლევან მაისაშვილი: "ვულოცავ "ბათუმს" ამ წარმატებას და ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა, წარმატებასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ რთული საკითხი, რადგან მათ მოუწევთ ორ ფრონტზე ბრძოლა. ადვილი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია. "შავი ლომის" მაგალითზე გეტყვით, საშუალოდ ჩვენ 500-600-700 წუთიანი მოთამაშეები გვყავს. არიან ისეთებიც, რომელთაც "შავ ლომში" 1200-1300 სათამაშო წუთი დაუგროვდათ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. 2 ტურნირი ვითამაშეთ, მადლობა კავშირს - ესეთ ფორსირებულ სიტუაციაში არ იყო ადვილი ამ გუნდის შექმნა. "შავი ლომის" შექმნას და ამ ყველაფერს თუ შედეგი არ აქვს იგივე სკეპტიკოსებისთვის და კრიტიკოსებისთვის მიმინდვია ეს აზრი. კარგად დაფიქრდით. საწყენია, როდესაც ადამიანი, რაღაცას აკეთებს და აქედან მარტო ნეგატივი გესმის. ვითამაშეთ ორ ტურნირზე - ერთი მოვიგეთ, მეორეში კი პლეი-ოფში გავედით. არ იყო ეს ადვილი, მომავალ წელსაც ორი ტურნირი გვაქვს დაგეგმილი. ჩვენთვის ეს იმითაა კარგი, რომ მოთამაშეებს ჰქონდეთ ერთად თამაშის საშუალება. "შავ ლომში' სანაკრებო მოთამაშეების დაახლოებით 30-35%-ს აქვს ერთად თამაშის საშუალება. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იქნება პირდაპირ გეუბნებით".