Belive

"მსურს საქმეში ახალი მოთამაშეები ვიხილო" - ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, გერმანიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. 4 თებერვალს, 18:00 საათზე, დესაუში "ბორჯღალოსნები" დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან, მანამდე კი "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" მედიისთვის ღია ვარჯიში გაიმართა.

მცირე ტრავმების გამო, ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ თორნიკე ჯალაღონიასა და დავით ნინიაშვილს, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ გასამართ თამაშს გამოტოვებენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

პირველი სავარჯიშო კვირა კარგად დაიწყო და ეს 4 დღეც სწრაფად გავიდა. ბევრი ვიმუშავეთ დეტალებზე და კვირის თამაშისთვის მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის არის ცვლილებები და გუნდში მრავლად გვყავს დებიუტანტები. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოვიძახეთ. ისინი საფრანგეთში დარჩნენ და ამ უქმეებზე კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მსურს საქმეში ვიხილო ახალი მოთამაშეები, ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, ზოგი შედარებით გამოცდილი და კვირას ვნახავთ ვინ აღმოჩნდება ტესტ-რაგბისთვის უკეთ მომზადებული. თამაში ამ კუთხით ყოველთვის გადამწყვეტია. - რიჩარდ კოკერილი.

სხვა სტატიები