საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და "ბრივის" მორკინალი - ოთია გიორგაძე ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ერთა თასის პირველ მატჩს გამოტოვებს.
გუშინ, ღია ვარჯიშზე ოთიამ კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას რუმინეთთან მატჩში მიხეილ გაჩეჩილაძე ჩაანაცვლებს. გაჩეჩილაძე 6 ნომერზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რუმინეთს დაუპირისპირდება.