ორი ქართველი სიმბოლურში - Top 14-მა მსოფლიო ჩემპიონატის კვირის საუკეთესო გუნდი დაასახელა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
Top 14-მა იმ მორაგბეებისგან შედგენილი სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომლებიც საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში ან Pro D2-ში თამაშობენ და გასულ კვირას მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს.
სიმბოლურ თხუთმეტეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მორაგბე - დავით ნინიაშვილი (ლიონი) და თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი) მოხვდნენ.
,,ბორჯღალოსნებზე" საუბრისას Top 14-მა ნინიაშვილის შესრულებული ჯარიმები (მათ შორის 57 მეტრიდან) და ჯალაღონიას ბოჭვები გამოარჩია.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველო ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.
ლევან მაისაშვილის გუნდი ტურნირის ბოლო მატჩს შაბათს, 7 ოქტომბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს.