Belive

საქართველოს ნაკრები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

3 დღის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მე-8 ჩემპიონობა იზეიმა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ჩვენმა ნაკრებმა 17:16 გაიმარჯვა. მეორე ნახევარი კი 29:12 დასრულდა კვლავ ბორჯღალოსნების გამარჯვებით. მატჩში საქართველოს ნაკრების მხრიდან მელელოვეთა ჩამონათვალი ასეთია: ვანო კარკაძის ჰეთ-თრიქი, აკა ტაბუცაძის დუბლი, ნიკა აბულაძე და ვასილ ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, ბორჯღალოსნებმა ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვეს, ხოლო სულ მე-17.

სხვა სტატიები