Belive

ოფიციალურად: კვესელაძე გლოსტერის ღირსებას დაიცავს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვუნული ნაკრების ცენტრი - გიორგი კვესელაძე "გლოსტერის" ღირსებას დაიცავს. 23 წლის ქართველმა ცენტრმა "შემოდგომის ერთა თასზე" ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ინგლისური სარაგბო კლუბის მესვეურების ყურადღება მიიპყრო. კვესელაძის შესანიშნავმა თამაშმა მსოფლიო რაგბის არაერთი ლეგენდა და მიმომხილველი აღაფრთოვანა. გიორგი კვესელაძის ტრანსფერი "გლოსტერმა" ოფიციალურად დაადასტურა და ქართველ ცენტრს საკმაოდ საინტერესო სტატია მიუძღვნა. "გიორგის პროგრესს აქტიურად ვაკვირდებოდით. მისმა ბრწყინვალე პერფორმანსმა - განსაკუთრებით "შემოდგომის ერთა თასზე" აღგვაფრთოვანა. მოუთმენლად ველით "პრემიერშიპში" კვესელაძის განვითარებას და მისი თამაშის ხილვას. ჩვენს ნახევარდაცვას კვესელაძე კიდევ უფრო გააძლიერებს. მოუთმენლად ველით გიორგისთან შეხვედრას", - აღნიშნულია "გლოსტერის" განცხადებაში. "გლოსტერში" გადასვლის თაობაზე, გიორგი კვესელაძემ განაცხადა: "ვამაყობ, რომ ასეთი ტრადიციული სარაგბო კლუბის წევრი გავხდი. კლუბს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა "გლოსტერს" შევუერთდე.
131888977_10158473976760033_4351259470738409589_o

სხვა სტატიები