Belive

ოლ ბლექსმა რაგბის მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა დაასახელა

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა, იან ფოსტერმა 33 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომელიც მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ფოსტერის რჩეულთა შორის მოხვდნენ, როგორც ვეტერანი და სახელოვანი მორაგბეები - ასევე ახალგაზრდა ვარსკვლავები, რის შედეგადაც "ოლ ბლექსის" რაზმში გამოცდილებისა და ენერგიის იდეალური ბალანსია. 

"ოლ ბლექსის" რაზმი

შერკინება: დენ კოულსი, კოდი ტეილორი, სემისონი ტაუკეი'აო, ოფა ტუ'უნგაფასი, ეთან დე გროტი, ტაირელ ლომაქსი, ნეპო ლაულალა, ფლეტჩერ ნიუელი, ტამაიტი უილიამსი, სკოტ ბარეტი, ბროდი რეტალიკი, სემ უაითლოქი, ტუპუ ვაა'ი, სემ ქეინი (C), დალტონ პაპალი'ი, შენონ ფრიზელი, არდი სავეა, ლუკ ჯეიკობსონი.

ხაზი: აარონ სმიტი, ფინლი კრისტი, კამერონ როიგარი, ბოდენ ბარეტი, რიჩი მო'უნგა, დამიან მაკენზი, ჯორდი ბარეტი, ანტონ ლინერტ-ბრაუნი, რიეკო იოანე, დევიდ ჰავილი, მარკ ტელეა, ქალებ კლარკი, ლესტერ ფაინა'ანაკუ, ემონი ნარავა, უილ ჯორდანი.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ახალი ზელანდია A-ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის, ურუგვაისა და ნამიბიის წინააღმდეგ იასპარეზებს. მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში, ერთმანეთს ტურნირის ორი მთავარი ფავორიტი - საფრანგეთი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები