Belive

ოლ ბლექსის ლეგენდამ კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავმა - ბოდენ ბარეტმა კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. ბარეტი "ოლ ბლექსის" ღირსებას 2027 წლის რაგბის მსოფლიოს თასის დასრულებამდე დაიცავს და ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

32 წლის ბოდენ ბარეტის სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, ირლანდიის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (60:0) დროს შედგა. მას შემდეგ ბარეტმა "ოლ ბლექსის" კვართი 119 საერთაშორისო ტესტში მოირგო და 725 ქულის დაგროვება შეძლო.

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების რიგებში, ბარეტი 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2023 წელს ვერცხლისმედალოსანი გახდა.

სხვა სტატიები