ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს
4 დღის წინ
რაგბი
1 წთ
ირლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ ნაკრებსა და საქართველოს შორის 5 ივლისს ტესტ-მატჩი გაიმართება. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა ჩანიშნული.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ,,სამყურები'' ზაფხულში პორტუგალიასაც დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ირლანდიასთან სულ 5-ჯერ უთამაშია და 5-ვე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ნაკრებებს შორის ბოლო მატჩი 2020 წლის ნოემბერში, დუბლინში გაიმართა და ირლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა.
რაგბის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილს იკავებს, ირლანდია კი მესამეა.