Belive

ოფიციალურად: მაიკლ ბირნი ფიჯის მორაგბეთა ნაკრებს გაწვრთნის

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაიკლ ბირნი დაინიშნა. სუვაში, ფიჯის რაგბის კავშირსა და მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 65 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი "მფრინავი ფიჯელების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

წარსულში ბირნი ირლანდიურ "ლენსტერში" უნარების მწვრთნელად მუშაობდა. იგივე პოზიციაზე იმუშავა შოტლანდიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებში, ამჟამად კი ფიჯური ფრენჩაიზის - "დრუას" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

მაიკლ ბირნის ოფიციალური წარდგენა 18 აპრილსაა ჩანიშნული, რა დროსაც თავის სამწვრთნელო შტაბს დაასახელებს, რომელიც ფიჯის 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, ბათუმში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფიჯის დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები